კაზემირო - როცა ბეილი ფორმაშია, მსოფლიოს ტოპ-3 ფეხბურთელს შორის შედის
კაზემირო - როცა ბეილი ფორმაშია, მსოფლიოს ტოპ-3 ფეხბურთელს შორის შედის

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, კაზემირომ განაცხადა, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვის მიუხედავად, გარეტ ბეილი მადრიდულ კლუბში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად რჩება.

„ბეილი ბევრს მუშაობს, – აცხადებს ბრაზილიელი. – მან იცის, რომ ეს არ არის მის კარიერაში საუკეთესო პერიოდი, მაგრამ იმასაც გრძნობს, რომ აქვს ჩვენი, მწვრთნელისა და ხელმძღვანელობის მხარდაჭერა. ის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და შეუძლია ნებისმიერ მომენტში სიუპრიზი შემოგვთავაზოს. მან ეს უკვე არა ერთხელ დაამტკიცა – გარეტს შეუძლია გადამწყვეტი გავლენა იქონიოს მატჩებზე და გაიტანოს ჩემპიონთა ლიგის ფინალებში. დღეს ის ფორმაში არ არის, მაგრამ ფორმის პიკზე ბეილი მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის შედის. ძალიან მიყვარს ის და ვცდილობ ვიზრუნო მასზე, რამდენადაც შემიძლია“.

ლა ლიგას დასრულებულ გათამაშებაში ბეილმა 16 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და რამდენიმე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

„რეალმა“ ბეილი არ შეიყვანა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში.