„ეკიპმა“ 2022 წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა #1TVSPORT
„ეკიპმა“ 2022 წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა #1TVSPORT

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, „ეკიპმა“ გამოაქვეყნა 2022 წლის სიმბოლური ნაკრების საკუთარი ვერსია.

სიმბოლურში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა საფრანგეთს ჰყავს – სამი ფეხბურთელი. ორ-ორი მოთამაშით არიან წარმოდგენილი ბელგია და ხორვატია.

„ეკიპის“ სიმბოლურ ნაკრებში ევროპის TOP5-ის ქვეყნების ყველა ჩემპიონატიდან მოხვდა, მინიმუმ, ერთი ფეხბურთელი.

მეკარე – ტიბო კურტუა (ბელგია, რეალი);

მცველები – კაილ უოკერი (ინგლისი, მანჩესტერ სიტი), ვირჯილ ვან დეიკი (ნიდერლანდები, ლივერპული), იოშკო გვარდიოლი (ხორვატია, ლაიპციგი), ტეო ერნანდესი (საფრანგეთი, მილანი);

ნახევარმცველები – ლუკა მოდრიჩი (ხორვატია, რეალი), კაზემირო (ბრაზილია, მანჩესტერ იუნაიტედი), ლიონელ მესი (არგენტინა, პარი სენ-ჟერმენი), კევინ დე ბრუინი (ბელგია, მანჩესტერ სიტი).

ფორვარდები – ქარიმ ბენზემა (საფრანგეთი, რეალი), კილიან მბაპე (საფრანგეთი,პარი სენ-ჟერმენი).