ნეიმარი - კაზემირო მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია #1TVSPORT
ნეიმარი - კაზემირო მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია #1TVSPORT

ნეიმარმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში შვეიცარიის დამარცხების შემდეგ (1:0) შეაქო თანაგუნდელი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი კაზემირო, რომელიც ამ შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი გახდა.

თავად ნეიმარს შვეიცარიასთან არ უთამაშია. პსჟ-სა და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა და ჯერ უცნობია, როდის დაეხმარება გუნდს.

კაზემირო დიდი ხანია, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია“, – დაწერა ნეიმარმა „ტვიტერზე“.

კაზემირო ფიფა-მ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა შვეიცარიელებთან ურთულეს შეხვედრაში ანგარიში გახსნა და ბრაზილიის ნაკრების გამარჯვებას სათავე დაუდო.