„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა კაზემირომ ფორვარდი მარკუს რეშფორდი მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფეხბურთელს შორის შეიყვანა.
„სრულიად გულწრფელი ვიქნები თქვენ წინაშე. ძალიან გამაკვირვა იმან, თუ რას წარმოადგენს რეშფორდი, როგორც ფეხბურთელი. ჩემი აზრით, და განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მე მას ვიცნობ მინდვრის მიღმაც, რეშფორდი შეიძლება მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოვიხსენიოთ“, – განაცხადა კაზემირომ.
სამშაბათს 25 წლის რეშფორდმა „ბორნმუთის“ (3:0) წინააღმდეგ გოლი გაიტანა. მან ზედიზედ მეოთხე მატჩში გამოიჩინა თავი, სულ კი ამ სეზონში 17 მატჩში შვიდი გოლი აქვს გატანილი.