„კავკასიონი არენაზე“ „თელავი“ ლიდერებში დაწინაურდა
„კავკასიონი არენაზე“ „თელავი“ ლიდერებში დაწინაურდა

ეროვნული ლიგის მე-6 ტურის მატჩში საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“, „კავკასიონი არენაზე“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

გამარჯვებული გუნდიდან ანგარიში მე-6 წუთზე ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა გახსნა, 84-ე წუთზე სტუმართა კარი მეორედ რაფაელ ჩუკურამ აიღო – ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა გია ჩაბრაძემ შეასრულა.

საბოლოოდ, ეროვნული ლიგის დებიუტანტმა „თელავს“ 2:0 მოუგო, ახლა აქტივში 9 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-3 ადგილზე დაწინაურდა, საჩხერეს „ჩიხურა“ კი 2 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზეა.

მე-6 ტურის დანარჩენი მატჩები 17, 18 და 19 ივლისს გაიმართება.

პარასკევი, 17 ივლისი

მერანი თბ – სამტრედია

21:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი

შაბათი, 18 ივლისი

საბურთალო – ლოკომოტივი

18:00. მიხეილ მესხი – თბილისი

დინამო ბთ – ტორპედო

21:00. ჯონი ბაკურიძე – ანგისა

კვირა, 19 ივლისი

დინამო თბ – დილა

21:00. დინამო არენა – თბილისი