კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაში პირველი თამაში მოიგო #1TVSPORT
ფუტსალში საქართველოს ჩემპიონი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ) გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფილაციო ეტაპის პირველ მატჩში გიბრალტარის ჩემპიონს, „ლინქსს“ შეხვდა და 7:3 სძლია.
ლევან კობაიძის გუნდმა პირველი ნახევარი 4:1 მოიგო, ხოლო მეორე ტაიმში მეტოქეს კიდევ სამი ბურთი გაუტანა. ჩიმაკაძემ ჰეთთრიკი შეასრულა, თითო გოლი ხარატიშვილის, გიორგიაიასა და კეკელიას ანგარიშზეა.
C ჯგუფის მეორე ტურშო კსუ „უტლეირას“ (ნორვეგია) დაუპირისპირდება. ჩემპიონთა ლიგაში 32 კლუბი რვა ოთხგუნდიან ჯგუფშია განაწილებული, მთავარ ეტაპზე თამაშის უფლებას მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებულები მოიპოვებენ.