კავანი ახლოს არის „ბენფიკაში“ გადასვლასთან
კავანი ახლოს არის „ბენფიკაში“ გადასვლასთან

ურუგვაის ნაკრების ფორვარდი ედინსონ კავანი ახლოს არის „ბენფიკაში“ ტრანსფერთან. 33 წლის ფეხბურთელი, რომელიც „პარი სენ-ჟერმენიდან“ წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, დიდი ალბათობით ლისაბონურ კლუბთან ორწლიან კონტრაქტის გააფორმებს.

როგორც გამოცემა „რეკორდი“ წერს, მხარეებმა მოლაპარაკებებში სერიოზულ პროგრესს მიაღწიეს. „ბენფიკაში“ კავანის ხიბლავს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შესაძლებლობა, რაც შეუძლებელია „ლიდსში“, რომელიც ასევე სთავაზობს კონტრაქტს ურუგვაელს.

კავანიმ „პარი სენ-ჟერმენში“ შვიდი წელი გაატარა და კლუბთან ერთად 16 ტიტული მოიგო, ასევე 200 გოლით გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.