კატარი 2022 | ნიდერლანდები-არგენტინის მატჩში, ყვითელი ბარათების რაოდენობით, მუნდიალების ანტირეკორდი დამყარდა #1TVSPORT
კატარი 2022 | ნიდერლანდები-არგენტინის მატჩში, ყვითელი ბარათების რაოდენობით, მუნდიალების ანტირეკორდი დამყარდა #1TVSPORT

კატარში მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალის მატჩი ნიდერლანდებისა და არგენტინის ნაკრებებს შორის პენალტების სერიაში არგენტინელების გამარჯვებით დასრულდა (2:2 ძირითადი დრო, 4:3 – პენალტების სერიაში).

მატჩის მთავარმა მსაჯმა, ესპანელმა ანტონიო მატეო ლაოსმა ამ თამაშში 17-ჯერ ყვითელი და ერთხელ წითელი ბარათი (ლაოსმა ნიდერლანდელ დუმფრისს მატჩის დასრულების შემდეგ წითელი ბარათი არასპორტული საქციელისთვის აჩვენა) გამოიყენა. ეს მაჩვენებელი მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ანტირეკორდია – 2002 წელს კამერუნისა და გერმანიის შეხვედრაში არბიტრმა ფეხბურთელებს 12 ყვითელი და 2 წითელი ბარათი აჩვენა.

ნახევარფინალში არგენტინის ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება, რომელმაც ბრაზილია (1:1, პენალტებით 4:2) დაამარცხა.

ხორვატიისა და არგენტინის მატჩი 13 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.