კატარი 2022 | მიჭირს ამ შედეგთან შეგუება - ლევანდოვსკიმ გაფუჭებული პენალტისთვის ბოდიში მოიხადა #1TVSPORT
პოლონეთის ნაკრების ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ მექსიკასთან პირველ მატჩში პენალტის გაფუჭებისთვის ბოდიში მოიხადა.
ლევანდოვსკიმ მუნდიალზე ისე ვერ ითამაშა, როგორც მისგან გულშემატკივრები ელოდნენ, ამას გარდა, მექსიკასთან მატჩში (0:0) თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა და შედეგად, გუნდს პირველი გამარჯვება ვერ მოუტანა.
„ბარსელონას“ პოლონელმა თავდამსხმელმა სოციალური ქსელების საშუალებით ნაკრების გულშემატკივრებს ბოდიშის მოუხადა.
„ჩვენ ჭკვიანურად ვითამაშეთ და უნდა მოგვეგო. უფრო და უფრო მიჭირს ამ შედეგთან შეგუება. ბოდიში და მადლობა მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას“, – წერს ლევანდოვსკი.