კატარი 2022 | მაროკოელი ნახევარმცველი სოფიან ამრაბატი - მბაპესი არ გვეშინია, საფრანგეთს სხვა კარგი მოთამაშეებიც ჰყავს #1TVSPORT
კატარი 2022 | მაროკოელი ნახევარმცველი სოფიან ამრაბატი - მბაპესი არ გვეშინია, საფრანგეთს სხვა კარგი მოთამაშეებიც ჰყავს #1TVSPORT

საფრანგეთთან მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩამდე მაროკოს ნაკრების ნახევარმცველმა, სოფიან ამრაბატმა განაცხადა, რომ მის გუნდს საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელის, კილიან მბაპესი არ ეშინია.

„საფრანგეთი ფანტასტიკური გუნდია. ის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია. რთული მატჩი იქნება, მაგრამ ჩვენ უკვე ვითამაშეთ სხვა გუნდებთან, რომლებიც ასევე ძალიან ძლიერები იყვნენ.

საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვართ. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, საინტერესო ნახევარფინალური მატჩი იქნება, იმედი გვაქვს, დადებით შედეგს ვაჩვენებთ.

გვეშინია თუ არა მბაპესი? ის დიდი ფეხბურთელია, მაგრამ საფრანგეთს სხვა ძალიან კარგი მოთამაშეებიც ჰყავს. მბაპე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ჩვენ მისი და საფრანგეთის ნაკრების არ გვეშინია“, – განაცხადა სოფიან ამრაბატმა ესპანურ გამოცემა „მარკასთან“ ინტერვიუში.