კატარი 2022 | გამიკვირდება, თუ გერმანიის ნაკრები ჩემპიონობისთვის იბრძოლებს - კლინსმანს გუნდის წარმატების არ სჯერა #1TVSPORT
კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ტურის შემდეგ გერმანიის ნაკრებს ერთი ქულა აქვს. ჰანსი ფლიკის გუნდი პირველ შეხვედრაში იაპონელებთან 1:2 დამარცხდა. 27 ნოემბერს კი ესპანეთთან ფრე ითამაშა (1:1).
გერმანიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლინსმანმა, ნაკრების გამოსვლა შეაფასა და არ დამალა, რომ გუნდის წარმატების არ სჯერა.
„ძალიან ვინერვიულე — ეს ყველაფერი იმ ვითარების გამოა, რომელშიც გერმანიის ნაკრებმა თავი ჩაიგდო. გამიკვირდება, თუ ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ, მათთვის ნახევარფინალში გასვლაც ძალიან კარგი შედეგი იქნება,“ – განაცხადა კლინსმანმა „ბიბისისთან“ საუბრის დროს.
ანალიტიკური კომპანიიის, Opta-ს ექსპერტებმა სტატისტიკა მოიძიეს და აღმოჩნდა, რომ ეს ბუნდესგუნდის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მუნდიალზე ორ ტურის შემდეგ გერმანელებს მოგება არ აქვთ.