კატარი 2022 | CONMEBOL-მა ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას პელეს პატივსაცემად ნაკრების ემბლემის შეცვლა შესთავაზა #1TVSPORT
ფეხბურთის სამხრეთამერიკულმა კონფედერაციამ (CONMEBOL) შესთავაზა ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას, ლეგენდარული პელეს პატივსაცემად ბრაზილიის ნაკრების ემბლემაზე ხუთიდან სამი ვარსკვლავი სამი გულით შეცვალოს. ამის შესახებ განაცხადა CONMEBOL-ის პრეზიდენტმა, ალეხანდრო დომინგესმა.
„იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ხაზი გაესვას იმ სამ საჩემპიონო ტიტულს, რომელიც პელემ მოიგო ნაკრების შემადგენლობაში, აგრეთვე, წინ წამოიწიოს მისი მშობლიური ქალაქი ტრეს კორასოინსე. ჩვენ შევიტანთ ამ წინადადებას ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციაში, რათა პელემ სამუდამოდ იცოცხლოს ბრაზილიის ნაკრების მაისურებზე“, – მოჰყავს დომინგესის სიტყვები გამოცემა Folha de Sao Paulo-ს.
ბრაზილიის ნაკრების ემბლემაზე გამოსახულია ხუთი ვარსკვლავი, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატებზე ხუთი გამარჯვების (1958, 1962, 1970, 1994, 2002) სიმბოლოა. პელემ, რომელიც ტრეს კორასოინსეში (პორტუგალიურად – სამი გული) დაიბადა, სამჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთელის რანგში (1958, 1962, 1970).