კატარი 2022 | არგენტინის ნაკრების მწვრთნელი - ეჭვი არ მეპარება, რომ მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია #1TVSPORT
კატარი 2022 | არგენტინის ნაკრების მწვრთნელი - ეჭვი არ მეპარება, რომ მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს არგენტინელები ლიონელ მესის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად მხოლოდ იმიტომ მიიჩნევენ, რომ ის მათი თანამემამულეა.

„ზოგჯერ ისე ჩანს, რომ არგენტინელები მესის ისტორიაში საუკეთესოს მხოლოდ მისი არგენტინელობის გამო ვუწოდებთ, მაგრამ ეს ასე არ არის. ვფიქრობ, არავის ეჭვი აღარ ეპარება, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთლია. მისი თამაში მეტოქისთვის ყოველთვის სახიფათოა“, – განაცხადა სკალონიმ ESPN-თან საუბრის დროს.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა საფრანგეთისა და მაროკოს ნაკრებების მატჩში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მსოფლიო თასისთვის გადამწყვეტი მატჩი 18 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.