კატანია „კატანიას“ ფეხბურთელი გახდა
იტალიელი თავდამსხმელი ემანუელ კატანია საფეხბურთო კლუბ „კატანიას“ ფეხბურთელი გახდა, – იტყობინება კლუბის პრეს-სამსახური.
38 წლის ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან ძველ კლუბთან, „სირაკუზთან“, კონტრაქტის ვადა პირველ ივლისს ამოეწურა.
მან 2018/2019 წლების სეზონზე 33 მატჩში ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.