დანიელმა მწვრთნელმა, კასპერ იულმანდმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ამის შესახებ გამოაცხადა დანიის საფეხბურთო კავშირმა.
ასევე იტყობინებიან, რომ 2024 წლის ბოლომდე დანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მორტენ ვიგჰორსტი იმუშავებს. შესაბამისად, ის უხელმძღვანელებს გუნდს ერთა ლიგის ახალი გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე.
„ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კასპერ იულმანდმა და დანიის საფეხბურთო კავშირის დირექტორმა, პეტერ მიოლერმა შეაფასეს საბოლოო რაუნდი და კვალიფიკაცია და მოლაპარაკებების რამდენიმე სტადია გამართეს მომავალთან დაკავშირებით. ამ შეფასებისას იულმანდი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ნაკრებს ახალი ენერგია სჭირდება.
ასე რომ, კასპერ იულმანდი და პეტერ მიოლერი მივიდნენ საერთო დასკვნამდე, რომ ცვლილებების დრო დადგა და ნაკრებისთვის აუცილებელია ახალი მწვრთნელი“, – წერია განცხადებაში.
დანიის ნაკრები ევრო 2024-ს მერვედფინალური ეტაპიდან დაემშვიდობა, როცა ამ სტადიაზე მასპინძელ გერმანიასთან 0:2 წააგო.