კარლო ანჩელოტის დაითხოვენ, თუ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ვერ გავა #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობაში იზრდება ეჭვები გუნდის მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის მომავალთან დაკავშირებით. ამის შესახებ დაწერა გამოცემა Relevo-მ.
წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელთა ნაწილი აღარ ენდობოდა იტალიელ სპეციალისტს ოქტომბერში ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან (1:3) და პრიმერაში შინ „ბარსელონასთან“ (0:4) წაგების შემდეგ. მას შემდეგ, რაც „რეალმა“ რამდენიმე დღის ესპანეთის სუპერთასის ფინალში წააგო „ბარსელონასთან“ (2:5), ანჩელოტის მუშაობის მიმართ უკმაყოფილება გაიზარდა.
აღნიშნავენ, რომ თუ „რეალი“ ვერ გავა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში, ანჩელოტის აუცილებლად გაუშვებენ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან. დროებით მის ადგილს „რეალის“ დირექტორი სანტიაგო სოლარი დაიკავებს. ამასთან, მადრიდული კლუბის პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს კვლავინდებურად სურს, ახლო მომავალში გუნდი ჩაიბაროს „ლევერკუზენის“ ამჟამინდელმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ.