კარლო ანჩელოტი - „რეალს“ ახალ სეზონში კიდევ უფრო კარგი შემადგენლობა ჰყავს, ვიდრე შარშან #1TVSPORT
კარლო ანჩელოტი - „რეალს“ ახალ სეზონში კიდევ უფრო კარგი შემადგენლობა ჰყავს, ვიდრე შარშან #1TVSPORT

ლას ვეგასში „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის „ამხანაგური კლასიკო“ გაიმართა, რომელიც კატალონიელებმა რაფინიას ერთადერთი გოლით მოიგეს.

„სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა პრინციპულ მეტოქესთან წაგებული მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა ახალი ფეხბურთელების გამოსაცდელად სჭირდებოდა.

„ვეცადე, ახალი ფეხბურთელები გამომეცადა, რომ მათ გუნდთან ადაპტირებაში დავხმარებოდი, – განაცხადა კარლო ანჩელოტიმ. – როცა მოედანზე კაზემირო, კროოსი და მოდრიჩი შემოგყავს, ბევრად ადვილია თამაში, მაგრამ მე ახალგაზრდა ფეხბურთელების ნახვა მსურდა. ჩვენ განკარგულებაში ბევრი შესანიშნავი მოთამაშეა. ახალ სეზონში „რეალს“ კიდევ უფრო კარგი შემადგენლობა ჰყავს, ვიდრე შარშან“, – მოჰყავს მადრიდელთა მთავარი მწვრთნელის სიტყვები „მარკას“.