კარლ ჰარცელი - პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება, ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, იმოქმედოს ქვეყნისა და ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად
კარლ ჰარცელი - პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება, ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, იმოქმედოს ქვეყნისა და ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად

პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება, ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, იმოქმედოს ქვეყნისა და ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, – აღნიშნულია ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის კომენტარში დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით. კომენტარს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

„ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს.

პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება.

ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ქვეყნისა და საქართველოს ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს.

საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარი არ უნდა ითქვას“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.