კარლ ჰარცელი - გამიჭირდება თქმა, რა უდევს საფუძვლად „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევას
კარლ ჰარცელი - გამიჭირდება თქმა, რა უდევს საფუძვლად „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევას

კითხვაზე, რა მიზანი აქვს საქართველოს პირველი არხის მიმართ პრორუსულობაზე ბრალდებებს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ გაუჭირდება თქმა, რა უდევს ამას საფუძვლად და არის თუ არა მართალი ის, რაც მაგალითად, „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევაში წერია.

„ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ მედიის მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენც ვახორციელებთ მონიტორინგს. ჩვენს კვლევებში მე არ ვიცნობ ასეთ ფაქტებს“, – აღიშნა ევროკავშირის ელჩმა.

საუბარია კვლევაზე „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“. კვლევის ავტორია „მედიის განვითარების ფონდი“, ხოლო დამფინანსებელი – „ღია საზოგადოების ფონდი“ (ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“) . კვლევის შესახებ იხილეთ „მოამბის“ სიუჟეტი.

ამასთან, აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით დისკუსია 19 მარტს საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ გაიმართა, რომლის სტუმარი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი იყო.