კარგი ამბავი საქართველოს ნაკრებისთვის - ლორიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
კარგი ამბავი საქართველოს ნაკრებისთვის - ლორიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრა ახნაშიეთნიკოსთან“ გიორგი ლორიას გარეშე გამართა და 1:0 მოიგო.

საქართველოს ნაკრების მეკარე მოედანზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მატჩისწინა მოთელვაზე კუნთი გაეჭიმა. „ევრო2020“-ის ფინალამდე საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობამ კვიპროსიდან კარგი ამბავი შეიტყო – საბედნიეროდ, გიორგის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა „სიგმალაივი“ იუწყება.

ახნასეთნიკოსთან“ მატჩის დაწყებამდე ლორიას უსიამოვნო სიურპრიზი ელოდა – ის დაშავდა და თამაში ვერ მოახერხა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქართველი მეკარის ტრავმა სერიოზული არაა და სავარაუდოდ, ლორია „კარმიოტისასთან“ კვირის მატჩისთვის მზად იქნება“, – წერს გამოცემა.

ანორთოსისმა“ კი გამოაქვეყნა გიორგი ლორიას სურათი წარწერით – „არ ინერვიულოთ, ჩვენ ლორია გვყავს“.

კვიპროსის ჩემპიონატში 8 ტურის შემდეგ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ 19 ქულა დააგროვა და ლიდერს, „აპოლონს“ გაუთანაბრდა, თუმცა მის კონკურენტს ერთი მატჩი ჩასატარებელი აქვს.