„ინტერ მაიამი“ კევინ დე ბრუინის ტრანსფერით დაინტერესდა #1TVSPORT

20:26, 02.08.2026

ლიონელ მესის კლუბი, „ინტერ მაიამი“ კევინ დე ბრუინის ტრანსფერით დაინტერესდა, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ ავრცელებს.

არსებული ცნობით, ბელგიელი ნახევარმცველი ამერიკაში საფეხბურთო კარიერის გაგრძელების პერსპექტივას დადებითად აფასებს.

ფლორიდული კლუბის სტრატეგიული მიზანია, გუნდში ვარსკვლავური ბირთვი შექმნას. კლუბის ხელმძღვანელობა გეგმავს, დე ბრუინი ლიონელ მესის, კაზემიროს, ლუის სუარესსა და როდრიგო დე პოლს შეუერთდეს.

ამჟამად 35 წლის ბელგიელი ფეხბურთელი იტალიურ „ნაპოლიში“ ირიცხება – მისი მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

მსგავსი