თბილისის „იბერიამ“ ურუგვაელი მცველი დაიმატა #1TVSPORT

20:57, 02.08.2026

უეფა-ს ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპისთვის „იბერიამ“ „ლეგანესიდან“ სებასტიან ფიგერედო დაიმატა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს ჩემპიონის ურუგვაელი ახალწვეული 24 წლისაა, ხოლო ამპლუით მარჯვენა მცველია. სებასტიან ფიგერედო „იბერიაში“ იჯარით ითამაშებს, ხელშეკრულება კი ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებასაც ითვალისწინებს.

სებასტიან მარია ფიგერედო ვილარ დელ ვალე 2001 წლის 25 აგვისტოს მონტევიდეოში დაიბადა. მან კარიერა „მონტევიდეო უონდერერსში“ დაიწყო, თუმცა მოგვიანებით, ტრავმის ხანგრძლივი მკურნალობის გამო, გუნდში ადგილი დაკარგა.

2025 წლის 14 ივლისს ფიგერედომ სამწლიანი კონტრაქტი ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის „ლეგანესთან“ გააფორმა. 2023 წლის სექტემბერში ის ურუგვაის 23-წლამდელთა ნაკრებში პანამერიკულ თამაშებზე გამოიძახეს, სადაც ტურნირის ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი