საქართველოს თასი ფეხბურთში | „გურია“ გათამაშებას გამოეთიშა, ბათუმის „დინამომ“ „თელავი“ დაამარცხა, გორული დერბი „დილამ“ მოიგო #1TVSPORT

21:57, 02.08.2026

ფეხბურთში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე 1/8-ფინალის ოთხი მატჩი გაიმართა. ლანჩხუთის „გურია“, რომელმაც წინა ეტაპზე თბილისის „დინამო“ გამოთიშა, შინ „არაგვთან“ დამარცხდა და ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.

ასევე საკუთარ მოედანზე დამარცხდა „გარეჯი“, რომელსაც „გაგრამ“ დამაჯერებლად მოუგო. გორულ დერბიში შემდეგ ეტაპზე უფრო გამოცდილმა „დილამ“ გააღწია, რომელმაც მუჰამედ დიუფისა (76′) და ლაშა მენთეშაშვილის (81′) გოლებით გაიმარჯვა საფეხბურთო კლუბ „გორთან“.

ლიგა 2-ის ბინადარმა „თელავმა“ ზაფხულში საგრძნობლად გაძლიერებულ ბათუმის „დინამოს“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მაინც დამარცხდა. დმიტრი მანდრიჩენკომ (45+1′) ანგარიში შესვენებამდე გახსნა. მეორე ტაიმში ბათუმელებმა მომენტები შექმნეს, თუმცა მათი გამოყენება ვერ შეძლეს.

მატჩების შედეგები:

„გარეჯი“ 1:4 „გაგრა“

„გურია“ 1:2 „არაგვი“

„გორი“ 0:2 „დილა“

ბათუმის „დინამო“ 1:0 „თელავი“

მსგავსი