ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენი“ მიკა გოდტსის თაობაზე „აიაქსს“ ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა #1TVSPORt
„პარი სენ-ჟერმენმა„ ამსტერდამის „აიაქსს“ მიკა გოდტსის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა და 40 მილიონ ევროზე მეტი შესთავაზა, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც რომანო წერს, მოლაპარაკებები სწრაფად მიმდინარეობს. ბელგიელი გარემარბის სანაცვლოდ შეთავაზებული პაკეტი 45 მილიონ ევროს უახლოვდება, რაც ძალიან ახლოსაა „აიაქსის“ თავდაპირველ მოთხოვნასთან – 60 მილიონ ევროსთან.
მიკა გოდტსი პსჟ-ში გადასვლაზე თანახმაა და პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია.
21 წლის ფეხბურთელი გასული საკლუბო სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა. ნიდერლანდების ჩემპიონატში მან 34 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.
🚨🔴🔵 EXCL: Paris Saint-Germain send official bid over €40m to Ajax for Mika Godts.
Negotiations moving fast as package around €45m is on the table for the Belgian winger, close to Ajax initial €60m valuation.
Mika Godts said yes to PSG and personal terms are agreed. 🇧🇪 pic.twitter.com/1j8sHCkGXB
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 2, 2026