ევროპალიგა | წილისყრის შედეგად გაირკვა, ვის შეხვდება „იბერია“ „ლარნეს“ დამარცხების შემთხვევაში #1TVSPORT
ნიონში, უეფა-ს შტაბ-ბინაში გაიმართა საკლუბო ტურნირების წილისყრა. ეს ღონისძიება ჩვენთვის საინტერესო იმდენადაა, რამდენადაც უნდა გარკვეულიყო თბილისის „იბერიის“ მომავალი მეტოქე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონი ევროპალიგის მორიგ ტურში ჩრდილოირლანდიურ „ლარნეს“ ეთამაშება. პირველი მატჩი 4 აგვისტოს თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება, განმეორებითი – 11 აგვისტოს, თბილისში 20:00 საათზე.
ამ წყვილში გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე შოტლანდიურ „რეინჯერსსა“ და პოლონურ „იაგელონიას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.