კარგად ნაცნობი ანგელოვსკი - კახა ცხადაძეს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი შეცვლის #1TVSPORT
კარგად ნაცნობი ანგელოვსკი - კახა ცხადაძეს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი შეცვლის #1TVSPORT

ყაზახური ტელეგრამის არხი „ალადოპი“ იტყობინება, რომ აქტაუს „კასპიის“, კახა ცხადაძის ნაცვლად, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი უხელმძღვანელებს.

ამავე დროს, ტელეგრამის არხი ამტკიცებს, რომ შესაძლოა, „კასპიის“ ახალმა მწვრთნელმა გუნდიდან ქართველი მოთამაშეები, გიორგი ფანცულაია და ჯაბა ჯიღაური გაუშვას.

„იგორ ანგელოვსკი ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნაკრებს 2015-21 წლებში ხელმძღვანელობდა და ისტორიაში პირველად, ერთა ლიგის გათამაშებაზე გამარჯვებით, ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. ეს ის მწვრთნელია, რომელმაც ერთა ლიგის გადამწყვეტ მატჩში ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები დაამარცხა. 2022 წელს ხორვატიის პრემიერლიგის „გორიცა“ დაბალი შედეგების გამო დატოვა.

„კასპიისთვის“ ასეთი რანგის მწვრთნელის დანიშვნა დიდი ამბავია. ქართველ ფეხბურთელებთან საერთო ენის გამონახვა შეიძლება გაუჭირდეს მწვრთნელს, რომელსაც გუნდი თავად არ დაუკომპლექტებია“, – წერს საინფორმაციო საშუალება.