კარატე - გოგიტა არქანია ბრინჯაოს მედალს დასჯერდა | მინსკი 2019 [ვიდეო]
მინსკის რიგით მეორე ევროპულ თამაშებზე საქართველოს კარატეს ნაკრების წევრი გოგიტა არქანია ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
„ბ“ ჯგუფში მან პირველ შეხვედრაში მასპინძელი ალეკსეი ვოდჩუსტი ანგარშით 3:2 დაამარცხა, შემდეგ კი ზედიზედ ორი ბრძოლა დაასრულა ფრედ. საბოლოო ჯამში, მან ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ ასიმან გურბანლის დაუპირისპირდა.
ნახევარფინალური შეხვედრა მან ანგარიშით 2:1 დათმო და საბოლოო ჯამში, ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ეს საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის 26-ე მედალია.