კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გაცდენილი სამუშაო დღეები სრულად აუნაზღაურდებათ
კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გაცდენილი სამუშაო დღეები სრულად აუნაზღაურდებათ

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გაცდენილი სამუშაო დღეები სრულად აუნაზღაურდებათ.

შესაბამისი ცვლილებები ჯანდაცვის მინისტრის N281/ნ ბრძანებაში განხორციელდება.

„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ეფექტური ღონისძიებების გასახორციელებლად, ეპიდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით, ჯანდაცვის მინისტრის N281/ნ ბრძანებაში ცვლილებები განხორციელდება. კერძოდ, კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან დაკავშირებით, სამინისტრო გასცემს საავადმყოფო ფურცლის (ბიულეტინის) ტოლფას ცნობას, რომლის საფუძველზე დასაქმებულ ადამიანებს ლეგიტიმურად ჩაეთვლებათ და სრულად აუნაზღაურდებათ კარანტინისა და თვითიზოლაციისას გაცდენილი სამუშაო დღეები“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფი პირები ბიულეტინის ტოლფასი ცნობის მიღებას ელექტრონულად შეძლებენ.