კანსელომ უეფა გააკრიტიკა

11:38, 27.03.2019

იუვენტუსის პორტუგალელმა განაპირა მცველმა ჟოაო კანსელომ სერბეთთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა, სადაც განაცხადა, რომ ფეხბურთის ზემდგომმა ორგანომ შეცდომა დაუშვა.

„უშეცდომო არავინ არის. ეს სიტყვები მოქმედებს ადამიანებზე, თუმცა არა ტექნოლოგიებზე. ქვეყნის შიდა ტურნირებში უკვე დაფუძნდა ვიდეო გამეორების სისტემა, აგრეთვე ჩემპიონთა ლიგაზეც. მსოფლიო ჩემპიონატიც კი ამ სისტემით გაიმართა რუსეთში. თუმცა, ამის მიუხედავად, ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვარის (VAR) გამოყენების უფლება არ აქვთ არბიტრებს, რის გამოც შეცდომებს უშვებენ. ვფიქრობ, რომ უეფამ ამაში შეცდმა დაუშვა, რადგან კონკრეტულად ჩვენს შეხვედრაში მსაჯი ბევრჯერ შეცდა. მოწინააღმდეგესთან შედარებით ბევრად კარგად გამოვიყურებოდით, ისინი მარტო თავს იცავდნენ. უკრაინაც და სერბეთიც ძლიერი გუნდები არიან, მაგრამ ჩვენ მათზე მაღლა ვდგავართ. წინ კიდევ ბერვი თამაშია და ბევრ ქულას მოვიმატებთ, საგანგაშო არაფერია“, – განაცხადა კანსელომ.

მსგავსი