საშუალო წონაში მსოფლიოს საკრივო ასოციაციის (WBA) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა საულ „კანელო“ ალვარესმა ხუმრობით საკრივო ორთაბრძოლა გამართა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავთან სტეფ კარისთან.
კანელომ და კარიმ ერთი საწვრთნელი რაუნდი ჩაატარეს, რომელიც რამდენიმე წამში მას შემდეგ დასრულდა, რაც ალვარესმა გამაფრთხილებელი ჯები შეასრულა – მექსიკელმა ამ ბრძოლისას მხოლოდ ერთი დარტყმა შეასრულა და ხელი ზუსტად კარის სახესთან შეაჩერა.
აღვნიშნავთ, რომ ალვარესი და კარი გოლფის ტურნირში (The American Century Championship) მონაწილეობენ.
29 წლის ალვარესი კარიერაში ოთხ წონით კატეგორიაში ყოფილა ჩემპიონი, 32 წლის კარი NBA-ის სამგზის ჩემპიონია „გოლდენ სტეიტის“ შემადგენლობაში.