პიონჩანგის ოლიმპიადაზე მედლების გათამაშება დაიწყეს ფიგურულ ციგურაობაში საცეკვაო წყვილებმა. გაიმართა მოკლე პროგრამა, რომლის შემდეგაც გამოიკვეთა ოქროს მედლის კანდიდატი.
ეს არის კანადელი წყვილი – ტესა ვირტუ და სკოტ მოირი. ამ დუეტმა მოკლე პროგრამისთვის 83.67 ქულა მიიღო, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია.
მეორეზე გავიდნენ ფრანგები – მსოფლიოს ორგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონები გაბრიელა პაპადაკისი და გიიომ სიზერონი. მათი შედეგი იყო 81.93. მესამეზე არიან ამერიკელები – მედისონ ჰაბელი და ზაჰარი დონოჰიუ (77.75). მათ 2 მეასედი წამით აჯობეს თანამემამულეებს – მაია და ალექს შიბუტანებს (77.73).
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე