კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი - ღაზაში 100-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა კოშმარია
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი - ღაზაში 100-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა კოშმარია

ღაზაში 100-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების კოლონას ელოდნენ, კოშმარი იყო, – ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ განაცხადა.

ჯოლიმ აღნიშნა, რომ ანკლავში ბრძოლები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

„როცა საქმე ეხება იმას, რაც დღეს ღაზაში მოხდა, უნდა ვთქვა, რომ ეს კოშმარია. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საერთაშორისო დახმარება გაიგზავნება ღაზაში და რომ ხალხი დაცული იქნება, როდესაც ისინი წავლენ დახმარების მისაღებად“, – განაცხადა ჯოლიმ.

შეგახსენებთ, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევის დროს ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 760-ზე მეტი კი დაშავდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა განაცხადა, რომ „ისრაელის ჯარებმა გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინეს ათასობით ადამიანის დასაშლელად, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების კოლონისკენ მიემართებოდა, დარტყმები არ განხორციელებულა“.