კანადის პრემიერ-მინისტრი - დამწუხრებული ვარ ვანკუვერში, ფესტივალზე მომხდარი საშინელი მოვლენების გამო, მწუხარებას ვუცხადებ დაღუპულთა და დაშავებულთა ახლობლებს
ვანკუვერში ფილიპინური ფესტივალის დროს ხალხში მანქანის შევარდნას გამოეხმაურა კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი. სოციალურ ქსელ X-ში კარნი სამძიმარს გამოთქვამს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება სიტუაციას.
„დამწუხრებული ვარ ვანკუვერში დღეს საღამოს ლაპუ-ლაპუს ფესტივალზე მომხდარი საშინელი მოვლენების გამო. ღრმა მწუხარებას ვუცხადებ დაღუპულთა და დაშავებულთა ახლობლებს, ფილიპინელ-კანადურ თემს და ყველას ვანკუვერში. ჩვენ, ყველანი თქვენთან ერთად ვგლოვობთ. ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და მადლობას ვუხდით საგანგებო სამსახურებს სწრაფი მოქმედებისთვის“, – წერს კანადის პრემიერ-მინისტრი
კანადის ქალაქ ვანკუვერში მანქანა ფესტივალის დროს ხალხში შევარდა. პოლიციის ცნობით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. პოლიციას მსხვერპლის რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. მანქანის მძღოლი დაკავებულია. ჯერ უცნობია, იყო თუ არა მომხდარი თავდასხმა. შემთხვევა ფილიპინური დღესასწაულის დროს მოხდა.