კანადის ქალაქ ვანკუვერში მანქანა ფესტივალის დროს ხალხში შევარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები
კანადის ქალაქ ვანკუვერში მანქანა ფესტივალის დროს ხალხში შევარდა. ამის შესახებ პოლიცია აცხადებს. სამართალდამცველების ცნობით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. პოლიციას მსხვერპლის რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
მანქანის მძღოლი დაკავებულია. ჯერ უცნობია, იყო თუ არა მომხდარი თავდასხმა.
მედიის ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით, საღამოს, დაახლოებით 20:00 საათზე ფილიპინური დღესასწაულის დროს მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.
A number of people have been killed and multiple others are injured after a driver drove into a crowd at a street festival at E. 41st Avenue and Fraser shortly after 8 p.m. tonight. The driver is in custody. We will provide more information as the investigation unfolds. pic.twitter.com/Iqh5AK5Au3
— Vancouver Police (@VancouverPD) April 27, 2025