კანადის ერთ-ერთი ყოფილი სკოლა-პანსიონატის ტერიტორიაზე 215 ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს
კანადის ერთ-ერთი ყოფილი სკოლა-პანსიონატის ტერიტორიაზე 215 ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს

კანადის ერთ-ერთი ყოფილი სკოლა-პანსიონატის ტერიტორიაზე 215 ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს. როგორც „ბიბისი“ წერს, სკოლა თავის დროზე მკვიდრი მოსახლეობის ასიმილაციისთვის შეიქმნა. ბრიტანულ კოლუმბიაში მდებარე ერთ-ერთი უმსხვილესი სკოლა-ინტერნატი Kamloops Indian Residential School 1978 წელს დაიხურა.

როგორც კანადის პემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, „აღმოჩენა არის მტკივნეული შეხსენება ქვეყნის ისტორიის სამარცხვინო თავის შესახებ“.

მეცნიერები და სამართალდამცველები ბავშვების გარდაცვალების დროსა და მიზეზების დასადგენად მუშაობენ.

კანადაში მე-19-მე-20 საუკუნეებში სკოლა-ინტერნატები სავალდებულო იყო მკვიდრი მოსახლეობის ბავშვების იძულებითი ასიმილიაციის მიზნით. სკოლები მთავრობასა დ რელიგიური ლიდერების კონტროლს ექვემდებარებოდნენ. 1863-1998 წლებში მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელი 150 ათასი ბავშვი იძულებით დააშორეს ოჯახს და სკოლა-ინტერნატებში განათავსეს. სკოლა-ინტერნატებში ყოფნისას გარდაიცვალა 4 100-ზე მეტი ბავშვი. ექვსწლიანი გამოძიების შედეგად, 2015 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია სკოლებში ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ფაქტებზე.

2008 წელს კანადის მთავრობამ მკვიდრი მოსახლეობის ასიმილაციის მიზნით შექმნილი სასკოლო სისტემისთვის ოფიციალურად მოიხადა ბოდიში.