კანადელთა მე-11 ოქრო - "ბიგ ეარის" გამარჯვებული სებასტიან ტუტანტი გახდა (ვიდეო)
2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე კანადამ მე-11 ოქრო, ტურნირზე წელს დამატებულ სახეობაში, “ბიგ ეარში” მოიპოვა.
გამარჯვებული კანადელი სნოუბორდისტი, სებასტიან ტუტანტი გახდა, რომელმაც საფინალო სამი დაშვებიდან ორი საუკეთესო დაშვებით – 174.25 ქულა მოაგროვა, რაც ოქროს მედლისათვის საკმარისი აღმოჩნდა.
მეორე ადგილზე 168.75 ქულით კაილ მაკი (აშშ) გავიდა, ხოლო ბრინჯაოს მედალი კი ბრიტანელ ბილი მორგანს (168.00 ქულა) ერგო.
ოლიმპიადის მანძილზე მოპოვებული მედლების ოდენობით კანადა მე-3 ადგილზეა და მხოლოდ ნორვეგიასა და გერმანიას ჩამორჩება. კანადელებს 11 ოქრო, 8 ვერცხი და 9 ბრინჯაო აქვთ მოპოვებული.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე