კანადაში წყალდიდობის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა
კანადაში წყალდიდობის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა

კანადაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, დაღუპულია ერთი ადამიანი, კიდევ ორი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

მდინარეების ადიდებისა და მეწყრის გამო, შეფერხებით მუშაობს რკინიგზა. შეზღუდულია სარკინიგზო კავშირი ვანკუვერის პორტთან.

სტიქიამ ყველაზე მეტად ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინცია დააზარალა. ჩახერგილია საავტომობილო გზების ნაწილი. დატბორილია სახლები.

წყალდიდობის გამო, ათასობით ადამიანს საკუთარი სახლების დატოვება მოუხდა. მთიანი რეგიონების მცხოვრებლების დასახმარებლად, ადგილზე გააგზავნეს ვერტმფრენები.