კანადაში მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან

22:39, 16.07.2026

კანადაში მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან. „სქაი ნიუსის“ ცნობით, ქვეყანაში ხანძრის 835 აქტიური კერიდან 100-ზე მეტი კონტროლს არ ექვემდებარება. გამოცემა წერს, რომ ხანძარმა უკვე გაანადგურა 1.9 მილიონი ჰექტარი ტერიტორია, აქედან 1.1 მილიონი ტყის ფართობი იყო.

ინფორმაციას ავრცელებენ კანადის გარემოსდაცვითი უწყებების წარმომადგენლები. მათ მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ გარე აქტივობებისგან თავი შეიკავონ.

აღსანიშნავია, რომ ტორონტოში ჰაერის ხარისხი მსოფლიოს მსხვილ ქალაქებს შორის ყველაზე საშიშია. ორგანიზაციამ ქალაქში არსებული ჰაერის ხარისხის ინდექსი კი 10+ მაჩვენებლით შეაფასა, რაც „ძალიან მაღალ რისკს“ ნიშნავს.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა, რაც კანადაში მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. ხანძრის უმეტესი ნაწილი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მძვინვარებს.

მსგავსი