სპორტულმა ტელეარხმა TSN-მა შეადგინა კანადის ჰოკეის ნაკრების ყველა დროის სიმბოლური შემადგენლობა. სიაში 23 მოთამაშე მოხვდა:
მცველები: პოლ კოფი – ბობი ორი, დენი პოტვენი – რეი ბურკი, სკოტ ნიდერმაიერი – ში უებერი, კრის პრონგერი;
ფორვარდები: ჯონ ტონელი – უეინ გრეტცკი – მარიო ლემიე, პოლ ჰენდერსენი – ფილ ესპოზიტო – მაიკ ბოსი, დენი ჰიტლი – სიდნი კროსბი – ჯერომ იგინლა, მარკ მესიე – ჯო საკიკი – რიკ ნეში, სტივ აიზერმანი.
მთავარი მწვრთნელი: მაიკ ბებკოკი.
საუკეთესოები მათ შორის, ვინც სიმბოლურში ვერ მოხვდა: რობერტო ლუონგო, ლარი რობინსონი – რობ ბლეიკი, პოლ კარია – ერიკ ლინდროსი – კორი პერი, ჯონათან ტეივზი.
სიმბოლურის შედგენისას, უპირატესობა ენიჭებოდათ მოთამაშეებს, რომლებმაც საერთაშორისო ტურნირებზე გამოიჩინეს თავი.