კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში სროლის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის თავდამსხმელია გარდაცვლილი
კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში სროლის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის თავდამსხმელია გარდაცვლილი

კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში სროლის შედეგად სამი ადამიანია გარდაცვლილი. როგორც სააგენტო „როიტერი“ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, გარდაცვლილებს შორის თავად შეიარაღებული თავდამსხმელიცაა.

შემთხვევა ვანკუვერის მახლობლად მდებარე ქალაქ ლენგლიში მოხდა. შეიარაღებულმა პირმა სულ მცირე ხუთ ადგილას გახსნა ცეცხლი და ორი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა. დაშავებულთაგან ერთ-ერთი ქალია და ის საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი 28 წლის ჯორდან დანიელ გოგინი შემთხვევის ადგილზე დაკავების დროს სამართალდამცველებმა მოკლეს. პოლიციის ინფორმაციით, გოგინი პოლიციისთვის ცნობილი იყო, თუმცა კრიმინალური კავშირები არ ჰქონია. ამასთან, გამოძიების ცნობით, მისი მოქმედების მოტივი ჯერ უცნობია. პოლიციის განცხადებით, ამ ეტაპზე ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. მიმდინარეობს გამოძიება, ჰქონდა თუ არა თავდამსხმელს რამე სახის კავშირი მსხვერპლთან.