კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი მამაკაცი.

შემთხვევა ქალაქ ლენგლიში მოხდა, რომელიც ვანკუვერის მახლობლად მდებარეობს. დაუდგენელმა პირმა ცეცხლი რამდენიმე ადგილას გახსნა, მათ შორის ავტობუსის გაჩერებაზე და ერთ-ერთი კაზინოს ავტოსადგომზე.

პოლიცია არ აკონკრეტებს დაშავებულების ან გარდაცვლილების რაოდენობას და აღნიშნავს, რომ სროლის შედეგად არის მსხვერპლი. ამასთან, უცნობია თავდამსხმელის მოქმედების მოტივი.