კანადამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ადგილი დაიბევა | იაპონია 2019
კანადამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ადგილი დაიბევა | იაპონია 2019

კანადამ 2019 წელს იაპონიაში გასამართ სარაგბო მსოფლიოს ჩემპიონატზე ადგილი დაიბევა, მას შემდეგ რაც ჰონგ კონგი 27-10 დაამარცხა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ნეკერჩხლის ფოთლები“ ზედიზედ მეცხრედ მიიღებენ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობას.

რაც შეეხება ჰონგ კონგს, კანადის წინააღმდეგ გადამწყვეტ მატჩში ამ გუნდს თითქმის შეუძლებელი მისია ჰქონდა: უნდა მოეგო ისეთი სხვაობით, რომ ბონუს ქულა აეღო.

მომავალ წელს გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე კანადა B ჯგუფში მოვხდა, სადაც ასევე არიან მოქმედი ჩემპიონი ახალი ზელანდია, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, ასევე იტალია და ნამიბია.