კანადა პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა
კანადა პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა

კანადა პირველი ქვეყანა გახდა, რომლის პარლამენტმაც ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა.

„როგორც ახლო მეგობარი და პარტნიორი, კანადა მტკიცედ უჭერს მხარს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას. მათი ალიანსში გაწევრიანება ნატო-ს უფრო ძლიერს გახდის. მოვუწოდებთ პარტნიორებს, სწრაფად მოახდინონ რატიფიკაცია, რათა შეზღუდონ ჩვენი მტრების ინტერვენციის ფარგლები“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ.

ცნობილია, რომ პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა დანიამაც.

შეგახსენებთ, ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადი 18 მაისს გააკეთეს. ამასთან, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლებს დღეს მოაწერეს ხელი. მედიის ცნობით, ორივე ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება ნატო-ს 30 ქვეყნის მიერ ამ დოკუმენტების რატიფიკაციის შემდეგ მოხდება.