მედიის ინფორმაციით, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლებს მოაწერეს ხელი
მედიის ინფორმაციით, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლებს მოაწერეს ხელი

ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლებს მოაწერეს ხელი.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ორივე ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება ნატო-ს 30 ქვეყნის მიერ ამ დოკუმენტების რატიფიკაციის შემდეგ მოხდება.

ცნობისთვის, 29 ივნისს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შვედეთი და ფინეთი ნატო-ს წევრებად ოფიციალურად მიიწვია. ალიანსის ლიდერებმა გადაწყვეტილება ნატო-ს მადრიდის სამიტზე მიიღეს.

დატოვე კომენტარი