კამჩატკის ჩანჩქერზე ყინულის ჩამოშლის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი

09:05, 08.01.2021

კამჩატკის ნახევარკუნძულზე, ვილიუჩინის ჩანჩქერზე ყინულის ჩამოშლის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კამჩატკის მხარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მარინა ვოლკოვას განცხადებით, დაშავებულთაგან ერთ-ერთი 10 წლის ბავშვია, რომელიც რეანიმაციაშია მოთავსებული.

ვილიუჩინის ჩანჩქერი კამჩატკაზე ადგილობრივი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რომლის სიმაღლე 40 მეტრს აღემატება.

ჩანჩქერზე ყინულის ჩამოშლის შესახებ 7 იანვარს, დილას გახდა ცნობილი. ყინულის ნაშალში სულ ოთხი ადამიანი მოყვა.

მსგავსი