კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის გამო, შესაძლოა, მილიონობით აბონენტს ელექტროენერგია შეუწყდეს
კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის გამო, შესაძლოა, მილიონობით აბონენტს ელექტროენერგია შეუწყდეს

კალიფორნიაში მძვინვარე მასშტაბური ხანძრის გამო, შესაძლოა, მილიონობით აბონენტს ელექტროენერგია შეუწყდეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია კომპანია „პეციფიქ გეზ ენდ ელექთრიქის“ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ზომის მიღება საჭიროა, რათა ცეცხლი უფრო არ გავრცელდეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტყის ხანძრის გავრცელება შესაძლოა, სწორედ ამ კომპანიის ქმედებამ გამოიწვია. ასეთი ვარაუდის მიზეზი ცნობაა, რომლის მიხედვითაც კალიფორნიის ჩრდილოეთ ნაწილში ტყის ხანძარი ელექტროხაზების დაზიანებიდან 7 წუთში გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო, მალევე მოეკიდა მიმდებარე ტერიტორიას. თუმცა ეს მიზეზი ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

კალიფორნიაში 50 ათასი ადამიანი უკვე ევაკუირებულია. ლოს-ანჯელესის და სონომას ოლქებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სტიქიის ზონაში ძლიერი ქარის გამო, მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ვერ ახერხებენ.

კალიფორნიაში ყველაზე მასშტაბური ხანძარი 2018 წელს იყო. მაშინ ძლიერ სტიქიას 85 ადამიანი შეეწირა.

დატოვე კომენტარი