კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა ლოს ანჯელესისა და სონომას ოლქებში ხანძრის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ გუბერნატორმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა საგანგებო სამსახურების თანამშრომლებს, რომლებიც ცეცხლს ებრძვიან. ლოს ანჯელესის ოლქში ტყის ხანძარი 17 კვადრატულ კილომეტრზეა გავრცელებული. ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი აფერხებს. ამჟამად სტიქია საფრთხეს უქმნის 15 ათას საცხოვრებელ სახლსა და ნაგებობას.

ხანძრის გამო, ლოს ანჯელესის ოლქში ევაკუირებულია 50 ათასი ადამიანი. რამდენიმე დასახლებაში დაიხურა სკოლები. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია ასი სახანძრო მანქანა, ექვსი ვერტმფრენი და ოთხი თვითმფრინავი.

დატოვე კომენტარი