რეალ მადრიდის ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა ახსნა-განმარტება გააკეთა იმ საკითხზე, თუ რატომ არ დააბრუნეს პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინინიო სამეფო კლუბში.
„მოურინიომ კლუბში ბევრი პრობლემა დატოვა. ვფიქრობ, ის დაბრუნებით უფრო ბევრ პრობლემებს შექმნიდა“, – ციტირებს კალდერონს სკაი სპორტსი (Sky Sports). – „პორტუგალიელის დანიშვნა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. როდესაც ის აქ მუშაობდა, ბევრი განსხვავებული აზრი იყო. ის კარგი მწვრთნელია, ბევრი ტიტულებით, მაგრამ კლუბის ბევრ ლიდერს ის არ მოწონდა და ვფიქრობ, ამ გარემოებამ გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა. ზიდანი მოთამაშეებს უყვარდათ, ის გულშემატკივრებისთვისაც გმირია. ფრანგი რეალში თამაშობდა და შემდეგ მწვრთნელის რანგში სამჯერ ზედიზედ ჩემპიონთა ლიგა მოიგო“.
შეგახსენებთ, რომ მოურინიო მადრიდულ კლუბს 2010-2013 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით რეალი ესპანეთის ჩემპიონი, ასევე სამეფო თასისა და სუპერთასის მფლობელი გახდა.