კალათბურთი | „ნიუ იორკ ნიქსმა“ NBA-ს თასი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

09:26, 17.12.2025

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის შუასასეზონო ტურნირი NBA-ს თასი „ნიუ იორკ ნიქსის“ გამარჯვებით დასრულდა.

შეჯიბრების ფინალში „ნიქსმა“ „სან ანტონიო სპურსი“ 124:113 დაამარცხა და ტიტულს პირველად დაეუფლა, ხოლო ისტორიაში NBA-ს თასის მესამე გამარჯვებული გახდა – 2023 წელს ტურნირი „ლეიკერსმა“ მოიგო, ხოლო 2024 წელს – „მილუოკი ბაქსმა“.

ფინალურ მატჩში „ნიუ იორკ ნიქსის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 28 ქულით ოუ ჯი ანენობი გახლდათ, ხოლო NBA-ს თასის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) წოდება ჯეილენ ბრანსონმა მიიღო – მან ფინალში 25 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში, ხოლო მთლიანი შეჯიბრების მანძილზე საშუალოდ 33.2 ქულას აგროვებდა.

„სან ანტონიოს“ შემადგენლობაში 18 ქულა ჰქონდა გუნდის ლიდერს, ფრანგ ვიქტორ ვემბანიამას. ყველაზე მეტი, 21 ქულა დილან ჰარპერმა ჩააგდო.

მსგავსი