კალათბურთი | ცნობილია ესპანეთის ნაკრების განაცხადი საქართველოსთან მატჩისთვის #1TVSPORT
კალათბურთი | ცნობილია ესპანეთის ნაკრების განაცხადი საქართველოსთან მატჩისთვის #1TVSPORT

2027 წლის საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩებისთვის ესპანეთის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჩუს მატეომ გუნდის განაცხადი დაასახელა.

დანიასა და საქართველოსთან ჩასატარებელი მატჩებისთვის მწვრთნელმა 14 მოთამაშე შეარჩია

ესპანეთის ნაკრების განაცხადი:

იზან ალმანსა („რეალ მადრიდი“), ფრანსის ალონსო („რიო ბრეოგანი“), პეპ ბუსკეტსი („ჟირონა“), ალვარო კარდენასი („პერისტერი“), ლუის კოსტა („გრანადა“), ალბერტო დიაზი („უნიკახა“), დანი დიეზი („ბურგოსი“), ხაიმე ფერნანდესი („ტენერიფე“), ფრან გერა („ტენერიფე“), გრეით ოსობორი („იენა“), ორიოლ პაული („ლეიდე“), ალექს რეიესი („მანრესა“), მიკელ სალვო („გრან კანარია“), სანტი იუსტა („სარაგოსა“).

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის ორი მატჩისთვის საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა 26-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა გამოაქვეყნა.

ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი 27 ნოემბერს უკრაინას თბილისში უმასპინძლებს, ხოლო ესპანეთს სტუმრად 30 ნოემბერს დაუპირისპირდება.

დანიის, საქართველოს, ესპანეთისა და უკრაინის ჯგუფიდან მეორე ეტაპზე ასპარეზობას სამი საუკეთესო შედეგის მქონე გააგრძელებს. თითოეული გუნდი ჯგუფში ექვს მატჩს გამართავს.